სხვა

13:23 | 1.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა ოლიმპიურ სოფელში

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ოლიმპიურ სოფელში მესამე ევროპულ თამაშებზე მყოფ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრებს შეხვდენენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, პოლონეთში საქართველოს ელჩი დიანა ჟღენტი, სეოკ-ის სხვა ხელმძღვანელები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპული თამაშების მნიშვნელობას, ერთგვარად შეჯამდა უკვე დამთავრებულ შეჯიბრებებზე საქართველოს სპორტსმენთა გამოსვლა, აღინიშნა ჩვენი მედალოსნების წარმატება, ამავე დროს, გამოითქვა რწმენა, რომ დარჩენილ შეჯიბრებებში ქართველი სპორტსმენები თავდადებით იბრძოლებენ მაღალი ადგილებისთვის დ მედალოსანთა რიგები კიდევ უფრო გაიზრდება.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა სეოკ-ს, სპორტულ ფედერაციებს, მწვრთნელებს, სამედიცინო პერსონალს და სპორტსმენებს გაწეული შრომისთვის, ისაუბრა ქვეყნისთვის სპორტის განვითარების მნიშვნელობაზე, მოახლოებული პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებაზე.

როგორც სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, ოლიმპიურმა კომიტეტმა სამინისტროსთან ერთად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენს სპორტსმენებს საუკეთესო პირობებში ევარჯიშათ და კარგად მომზადებულიყვნენ ევროპული თამაშებისთვის: „ჩატარდა აუცილებელი საწვრთნელი შეკრებები, მონაწილეობა მივიღეთ ყველა იმ საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში, რომლებიც ფედერაციების და მწვრთნელების მიერ დაიგეგმა. შეუფერხებლად წარიმართა დელეგაციის ფორმირების, ეკიპირების, მგზავრობის და დაბინავების პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ თამაშების პროგრამა საგრძნობლად შეიცვალა და მასში ვერ მოხვდა ჩვენთვის მნიშვნელოვანი სპორტის რამდენიმე სახეობა, ურიგო შედეგები არ გვაქვს, ორმა ქართველმა სპორტსმენმა - სანდრო ბაზაძემ და ზურაბ კინწურაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს, თამაშების პრიზიორთა შორის ჩვენი კიდევ სამი სპორტსმენი მოხვდა. დარჩენილ შეჯიბრებებზე კიდევ რამდენიმე მედლის მოპოვების შანსი გვაქვს და ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ."

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110614