ფეხბურთი

21:48 | 30.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა საზონოვი იტალიაშიც აინტერესებთ, "ჰამბურგმა" შეიძლება ის ვერ დაიმატოს

მოსკოვის "დინამოს" მცველის საბა საზონოვის მიმართ ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე როგორც ჩანს, ინტერესი იზრდება. როგორც გერმანული მედია წერს, შესაძლოა, „ჰამბურგი“ მისთვის ბრძოლაში ფავორიტი აღარ იყოს.

საქმე ისაა, რომ საბას მიმართ ინტერესი იტალიაშიც გაჩნდა. კლუბები არ სახელდება, მაგრამ ცნობილია, რომ ახალგაზრდა მცველი გადაწყვეტილების მიღებას ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე არ აპირებს. შესაბამისად, სერია A-ში თამაში მისთვის პრიორიტეტული იქნება, ვიდრე გერმანიის II ბუნდესლიგაში.

საბას „დინამოსთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს. საზონოვი „ზენიტის“ აკადემიაში გაიზარდა, მოსკოვის „დინამოში“ კი 2021 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა. საბა გასული წლიდან საქართველოს მოქალაქეა და ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა, ახლა კი ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე თამაშობს, სადაც ჯგუფში სამივე თამაშში მიიღო მონაწილეობა და გოლიც გაიტანა.

„ჰამბურგი“ 2018 წლიდან მეორე ბუნდესლიგაშია და ყოველთვის ერთი ნაბიჯი აშორებს ბუნდესლიგაში დაბრუნებასთან. წელსაც გადამწყვეტი პლეი-ოფი წააგო, რეგულარულ სეზონში კი 1 ქულა დააკლდა. 2021-2022 წლების სეზონის მეორე ნახევარში „ჰამბურგში“ გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126222