პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე სტამბულის "ბეშიქთაშის" ყოფილმა თავდამსხმელმა უგო ალმეიდამ კარიერა იტალიის ჩემპიონატში მოასპარეზე "ჩეზენაში" გააგრძელა. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 30 წლის ფეხბურთელმა ამა წლის ზაფხულში თურქულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ ისურვა და თავისუფალი აგენტი გახლდათ. საბოლოოდ, "ჩეზენამ" ფეხბურთელი ხელში უფასოდ ჩაიგდო.
თურქეთის პრემიერლიგის გასულ სეზონში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და 5 საგოლე გადაცემაც შეასრულა.