ფეხბურთი

20:18 | 30.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

Marca: გიორგი მამარდაშვილი, როგორც სანტიაგო კანისარესი

„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი 2002 წლის შემდეგ „ლოს ჩეს“ პირველი კარის დარაჯია, რომელმაც ლა ლიგის ერთ სეზონში ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

Marca-ს ცნობით, გიორგიმდე ესპანეთის ჩემპიონატის ერთ სეზონში 38-ვე შეხვედრა შეუცვლელად ბოლოს სანტიაგო კანისარესს ჰქონდა ჩატარებული, რომელმაც ეს 2001-2002 წლების სეზონში გააკეთა.

„ვალენსიამ“ დიდი ფსონი დადო იმ მეკარეზე, რომელსაც არავინ იცნობდა. მათ გარისკენ და მოიგეს. სულ რაღაც წელიწადნახევარში ის უკვე ევროპული კლუბების ინტერესშია და „ვალენსიას“ შეუძლია მისი ტრანსფერით დიდი ფინანსური მოგება ნახოს“, - წერს Marca.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი 2022-2023 წლების სეზონის „ვალენსიას“ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

0.129305