ლაშა გურული (კრივი, 63,5 კგ.) მესამე ევროპული თამაშების ფინალშია. ქართველმა მოკრივემ ნახევარფინალურ შეხვედრაში უნგრელი მეტოქე დაამარცხა და მესამე ევროპული თამაშების ფინალში იასპარეზებს.
მან ნახევარფინალამდე ბულგარელი, ესპანელი და სლოვაკი მეტოქეები დაამარცხა. ცნობისთვის, ლაშამ გარდა იმისა, რომ მედალი დაიბევა, ნახევარფინალში გასვლით პარიზის ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვა.
ფინალურ შეხვედრა, ხვალ საქართველოს დროით 21:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრების აქტივში ევროპულ თამაშებზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია. გარდა ამისა, მედალი განაღდებული აქვს გურულსაც, ოღონდ გასარკვევია, რომელი სინჯის მედალი იქნება.