„პარი სენ ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე დააპატიმრეს. მას რასისტულ დანაშაულში ედება ბრალი.
ფრანგული მედიის ცნობით, გალტიე შვილთან ერთად დააკავეს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გალტიეს რასობრივ დისკრიმინაციაში ბრალი „ნიცაში“ მუშაობის და ამ ქალაქში ყოფნის დროს მომხდარი ფაქტის გამო ედება.