ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველის, ჰაკიმ ზიეშის „ალ-ნასრში“ ტრანსფერი ჩაიშალა. მაროკოელმა ფეხბურთელმა საუდის არაბეთის კლუბში სამედიცინო შემოწმება ჩააგდო.
არადა, ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ახლა არ შედგება, რადგან სამედიცინო ტესტირება ზიეშმა ვერ გაიარა და ჯერჯერობით, „ჩელსის“ ფეხბურთელად რჩება.
შეგახსენებთ, რომ „არისტოკრატებს“ მისი გაყიდვა გადაწყვეტილი აქვთ, რადგან კლუბის სამომავლო გეგმებში არ შედის.