ფეხბურთი

11:02 | 30.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო ბროზოვიჩი საუდის არაბეთის კლუბში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი მარსელო ბროზოვიჩიც საუდის არაბეთში ითამაშებს. იტალიური მედიის ცნობით, მან თანხმობა განაცხადა „ინტერიდან“ „ალ-ნასრში“ გადასვლაზე.

როგორც ცნობილი გახდა, მარსელომ საუდის არაბეთის კლუბში, სადაც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს, სამედიცინო შემოწმება დღეს უნდა გაიაროს.

„ინტერი“ ბროზოვიჩის სანაცვლოდ 23 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ხორვატის ხელფასი სეზონში 20 მილიონი ევრო იქნება. მხარეებს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება, ინფორმაციას მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია, რაც სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ უნდა მოხდეს.

მარსელო ბროზოვიჩი „ინტერში“ 2015 წლიდან თამაშობდა და 330 შეხვედრაში 31 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ლოკომოტივას“ და „დინამო ზაგრების“ ღირსებას იცავდა.

0.10937