საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია „დინამო თბილისში“ დაბრუნდა. ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
გიორგი „დინამოს“ 9-წლიანი პაუზის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაუბრუნდა და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მას თბილისურ გუნდში თავის დროზე 224 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ლორია "დინამოში" 17-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორია ბოლოს „ანორთოსისში“ 2019 წლიდან თამაშობდა და ამ პერიოდში 127 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ქართველ მეკარეს კარიერის განმავლობაში „დინამო თბილისის“ გარდა, ოფი-ში, „კრილია სოვეტოვსა“ და „მაგდებურგში“ აქვს ნათამაშები. საქართველოს ნაკრებში გიორგის აქტივში 77 მატჩია.
ამასთან, დღეს „დინამომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვაგნერ გონსალვეში ერთწლიანი იჯარით სომხურ „პიუნიკში“ გაასხვისეს, ხოლო სტანისლავ ბილენკი „მაკაბი ნეთანიამ“ საბოლოოდ გამოისყიდა.