ფეხბურთი

14:20 | 29.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე პარიზშია

ესპანელი სპეციალისტი, ლუის ენრიკე, ამ დღეებში პარიზში იმყოფება, სადაც ადგილობრივ პსჟ-სთან სამომავლო შეთანხმების საბოლოო დეტალებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს - წერს ტვიტერზე Sports Zone.

წყაროს ცნობით, ენრიკე პარიზელთა საწვრთნელ ბაზასაც ეწვევა, რათა თავისთვის და თანაშემწეებისთვის საოფისე ფართი შეარჩიოს.

53 წლის სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი ესპანეთის ნაკრები გახლდათ რომელიც მან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მარცხის შემდეგ დატოვა - მისი გუნდი მაროკოსთან მერვედფინალში დამარცხდა (0:0, 0:3 პენ ).

მანამდე ენრიკე „ბარსელონაში,“ „სელტასა“ და „რომაში“ მუშაობდა. „ბარსელონასთან“ ერთად სპეციალისტმა ცხრა ტიტული მოიგო. 2014/2015 წლების სეზონში კი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123902