ფეხბურთი

19:52 | 28.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" ოსიმენს შეუთანხმდა, მაგრამ "ნაპოლი" მას ძვირად აფასებს

ვიქტორ ოსიმენის მომავალზე საუბარი არ წყდება. „ნაპოლის“ ნიგერიელ ფეხბურთელს არაერთ კლუბს უკავშირებენ, მათ შორის ინგლისურ გრანდებს, პსჟ-ს და „ბაიერნს“.

Sport1-ის ცნობით, ოსიმენი თანახმაა კარიერა მიუნხენურ გრანდში გააგრძელოს და კლუბის შეფებს თანხმობა განუცხადა, მაგრამ ახლა გერმანელებმა შეთანხმებას „ნაპოლისთან“ უნდა მიაღწიონ.

საქმე ისაა, რომ აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენს დაახლოებით 180 მილიონ ევროდ აფასებს, ბავარიელები კი ასეთი თანხის გადახდას არ აპირებენ. შესაბამისად, მუშაობა იმაზე მოუწევთ, რომ ნეაპოლელთა პრეზიდენტს ფასი დააკლებინონ. მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში დე ლაურენტისი ნიგერიელის აგენტ რობერტო კალენდას კიდევ ერთხელ შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი გასულ სეზონში 26 გოლით სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ყველა ტურნირზე კი 31 გოლი გაიტანა.

0.109846