ფეხბურთი

19:07 | 28.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" "ჩელსის" ფეხბურთელის ტრანსფერი შეათანხმა

„მილანი“ ლონდონის „ჩელსიდან“ რუბენ ლოფტუს-ჩიკს დაიმატებს. იტალიური მედიის ცნობით, ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია და სამედიცინო შემოწმებაც ჩანიშნულია.

27 წლის ინგლისელის სანაცვლოდ „არისტოკრატები“ 20 მილიონ ევროს მიიღებენ და ფეხბურთელი „როსონერისთან“ სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს.

ლოფტუს-ჩიკი „ჩელსის“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 155 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა. მას ორი სეზონი იჯარით აქვს გატარებული „კრისტალ პალასსა“ და „ფულჰემში“, ხოლო ინგლისის ნაკრებში 10-ჯერ უთამაშია.

0.115364