„პარი სენ ჟერმენის“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი მარკო ვერატი საუდის არაბეთის კლუბის, „ალ-ჰილალის“ ინტერესის ქვეშაა.
ფრანგული მედიის ცნობით, იტალიელი პსჟ-ს დატოვებას განიხილავს და არაა გამორიცხული აზიას მიაშუროს. მას საუდელების გარდა, ესპანეთშიც იწვევენ, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ „ალ-ჰილალი“ მარკოს სეზონში 30 მილიონ ევროს სთავაზობს, რაც ძალიან სარფიანი წინადადებაა.
აღსანიშნავია, რომ პსჟ ვერატის სანაცვლოდ დაახლოებით 80 მილიონ ევროს ითხოვს, ამ შემთხვევაში კი შეიძლება ის გაყიდოს.
შეგახსენებთ, მარკო ვერატი 2008-2012 წლებში „პესკარაში“ თამაშობდა და პსჟ-მ ის პირდაპირ სერია B-დან დაიმატა, ისე, რომ სერია A-ში დებიუტი არასდროს ჰქონია. პარიზულ გუნდში მარკომ 11 სეზონში 416 შეხვედრაში თავი 11-ჯერ გამოიჩინა.