ფეხბურთი

18:04 | 27.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო ფირმინო საუდის არაბეთის კლუბს შეუთანხმდა

რობერტო ფირმინოც დიდი ალბათობით, საუდის არაბეთში ითამაშებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, პრაქტიკულად შეთანხმებულია 31 წლის ფორვარდის „ალ-აჰლიში“ ტრანსფერი.

ფინანსური დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ ფირმინო საუდელებთან 3-წლიან კონტრაქტს დათანხმდა. მას „ლივერპულთან“ კონტრაქტი ამოეწურა და შესაბამისად, აზიელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ რობერტო ფირმინომ კარიერა „ფიგეირენსეში“ დაიწყო, შემდეგ კი სახელი გერმანულ „ჰოფენჰაიმში“ გაითქვა, ხოლო 2015 წლიდან „ლივერპულში“ ირჯებოდა, რომლის მაისურით 362 შეხვედრაში 111 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113905