მიუნხენის „ბაიერნმა“ „ტოტენჰემს“ თავდამსხმელ ჰარი კეინისთვის 70 მილიონი ევრო და ბონუსები შესთავაზა - წერს The Athletic.
მიუნხენელთა თავკაცი, თომას ტუხელი, ამ ზაფხულს ახალ თავდამსხმელს ეძებს, კეინი კი მათ პრიორიტეტულ სიაში ლიდერობს.
ულე გუნარ სულშერის მთავარმწვრთნელობისას, ჰარი „მანჩესტერ იუნაიტედის“ სატრანსფერო სამიზნე გახლდათ. გუნდის ამჟამინდელი დამრიგებელი, ერიკ ტენ ჰაგიც, ასევე 29 წლის ფეხბურთელის გულშემატკივარია.
„მანჩესტერ სიტი“ კეინის შეძენას ორი წლის წინათ ცდილობდა, მაგრამ მომდევნო ზაფხულს ერლინგ ჰოლანდი იყიდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, კლუბის დირექტორთა საბჭოს უთხრა, რომ კეინის გუნდში ხილვა სურდა.