ფეხბურთი

20:28 | 26.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა გაგნიძე: "სერიოზულ ტრავმას გადავურჩი, მაგრამ არც მარტივია"

გორის „დილას“ და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა გაგნიძემ ტრავმის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, მძიმე დაზიანება არ არის, მაგრამ არც მარტივია.

„დავიწყებ იმით, რომ ბევრად სერიოზულ ტრავმას გადავურჩი, მაგრამ არც ეს ტრავმაა მარტივი. სერიოზული მკურნალობა და რეაბილიტაციაა საჭირო. ვადებს რაც შეეხება, დაახლოებით 4 დან 6 კვირამდე ვერ შევძლებ დაბრუნებას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა ყველა გულშემატკივარს გამხნევებისთვის და გვერდში დგომისთვის. ასევე მოვუწოდებ მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაგვიჭირონ ხვალინდელ უმნიშვნელოვანეს თამაშზე“, - განაცხადა გაგნიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გაგნიძემ ტრავმა ბელგიასთან მატჩში მიიღო და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს, თუმცა გუნდთან ერთად რჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119633