პოლონეთში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე საქართველოს მეხუთე მედალი ელენე ლოლაძემ მოუტანა, რომელიც ტაილანდურ კრივში გამოდის.
მან 54 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალამდე მისვლა შეძლო, სადაც პოლონელ მეტოქესთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო, მაგრამ ბრინჯაოს მედალი ერგო.
ამრიგად, საქართველოს ნაკრების აქტივში 5 მედალია. ლოლაძემდე ოქროს მედლები სანდრო ბაზაძემ (ფარიკაობა), ზურაბ კინწურაშვილმა (ტაეკვანდო), ვერცხლის მედალი ზაზა ნადირაძემ (ნიჩბოსნობა), ხოლო გოგიტა არქანიამ (კარატე) ბრინჯაო მოიპოვა.