ფეხბურთი

17:32 | 26.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

შჩესნი: "მეგონა, რომ მოედანზე მოვკვდებოდი"

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ გაიხსენა ის წუთები, როდესაც ლისაბონის „სპორტინგთან“ მატჩში ცუდად გახდა და მოედნის დატოვება ექიმების დახმარებით მოუწია.

პოლონელმა გამოჯანმრთელება მალევე მოახერხა და საფეხბურთო კარიერა შეუფერხებლად განაგრძო, მაგრამ იმ მომენტში ეგონა, რომ მოედანზე მოკვდებოდა.

„პანიკურ შეტევამდე ორი წუთი ადრე იყო კუთხური, როდესაც მილიკს ვუთხარი, რომ გულზე რაღაც მჭირდა და ექიმისთვის დაეძახა, მაგრამ კუთხური სწორედ მაშინ ჩააწოდეს. 3-4 წუთის მერე კი ისევ კუთხური იყო და თვალებში სულ სითეთრე მქონდა. ლოკატელის ვუთხარი, რომ ექიმისთვის დაეძახა და მან მაშინვე ეს გააკეთა. მოედანზე სიკვდილზე ვფიქრობდი, ეს განცდა მქონდა, იმდენად ძლიერი გულისცემა იყო, რომ მეგონა მკერდიდან ამოვარდებოდა, ეს რამდენიმე წუთი გაგრძელდა“, - თქვა შჩესნიმ.

0.113267