იტალიის ნაკრებისა და „რომა“ მცველი ლეონარდო სპინაცოლა საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბ „ალ-აჰლის“ დაუკავშირეს.
იტალიური მედია წერს, რომ საუდელები 30 წლის ფეხბურთელის გადაბირებით დაინტერესებული არიან. ჯერჯერობით, ფინანსური დეტალები უცნობია, მაგრამ ცხადია, ეს „ალ-აჰლისთვის“ დაბრკოლებას არ წარმოადგენს.
სპინაცოლას „რომასთან“ კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, რამაც შეიძლება ტრანსფერის შანსი გაზარდოს, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ინტერესის შესახებ საუბრობენ.
ლეონარდო სპინაცოლა „რომაში“ 2019 წლიდან თამაშობს და 115 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, მანამდე ის რამდენიმე გუნდში თამაშობდა, ყველაზე გამოსარჩევი კი „ატალანტა“ და „იუვენტუსია“. სპინაცოლა ორი წლის წინ იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, სადაც ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო.