„პარი სენ ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელად ლუის ენრიკეს დანიშვნა გადაწყდა. ამის შესახებ Le Parisien-ი წერს.
წყაროს თანახმად, მხარეებს შორის ყველა დეტალი შეთანხმდა და ესპანელი 2+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მხოლოდ ბიუროკრატიული საკითხები დარჩა მოსაგვარებელი, რის შემდგომაც კონტრაქტი გაფორმდება.
ფრანგული გამოცემის ცნობით, დიდი შანსია, რომ პარიზულმა კლუბმა ეს ამბავი ოფიციალურად ხუთშაბათს დაადასტუროს.
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკეს აქამდე „რომაში“, „სელტაში“, „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრებში აქვს ნამუშევარი.