სხვა

22:02 | 25.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ბაზაძე ევროპული თამაშების ჩემპიონია

ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მესამე ევროპული თამაშების ჩემპიონია.

ფინალურ შეხვედრაში სანდრომ პოლონელი კრშიშტოფ კაჩკოვსკი (15:13) დაამარცხა. ფინალამდე სანდრომ ბერძენი ანგელოს პაგკალოსი (15:4), უნგრელი ადრამშ სატმარი (16:9), უკრაინელი ანდრი იაგოდკა (15:11) და უნგრელი არონ შილაგი (15:13) დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. მანამდე, საქართველოს მონაგარს ვერცხლის მედალი ზაზა ნადირაძემ (ნიჩბოსნობა) და ბრინჯაო გოგიტა არქანიამ (კარატე) შემატა.

0.112467