ფეხბურთი

15:49 | 25.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი "ინტერისთვის" ონანას შეცვლის პრიორიტეტული ვარიანტია

მილანის „ინტერი“ ანდრე ონანას შემცვლელად გიორგი მამარდაშვილს ყველაზე რეალურ ვარიანტად განიხილავს.

Corriere Dello Sport-ი იტყობინება, რომ კამერუნელი მეკარე თუ გუნდიდან წავა, მაშინ იტალიელები „ვალენსიას“ ქართველი კარის დარაჯის შესაძენად დაიწყებენ მუშაობას. ონანას „მანჩესტერი“ და „ჩელსი“ ეპატიჟებიან, დიდი შანსია, აფრიკელი ინგლისში გადავიდეს.

„ინტერში“ კი წესით ის მამარდაშვილმა უნდა შეცვალოს. „ნერაძური“ მზადაა ესპანურ კლუბს 25 მილიონი ევრო გადაუხადოს. აღსანიშნავია, რომ მანამდე მილანელები გულიელმო ვიკარიოს ყიდვას აპირებდნენ, მაგრამ იტალიელმა კარიერის „ტოტენჰემში“ გაგრძელება არჩია, ამიტომაც, ახლა ფავორიტად მამარდაშვილი იქცა.

გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული. მან გასულ სეზონში ლა ლიგაში ყველა, 38-ვე მატჩი შეუცვლელად ითამაშა.

0.11265