ფეხბურთი

1:40 | 25.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

გარეთ საუთგეიტი ქუთაისში ჩავიდა და ინგლისის მატჩს დაესწრება

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი ქუთაისში ჩავიდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, საუთგეიტი კვირას, ინგლისისა და ისრაელის 21-წლამდელთა შეხვედრას დაესწრება. ცხადია, ის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებს აქტიურად აკვირდება.

ჯერჯერობით უცნობია, როდემდე დარჩება ქუთაისში და ზოგადად საქართველოში ინგლისის ნაკრების თავკაცი, მაგრამ სავარაუდოდ იქამდე, სანამ ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები ტურნირზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები ისრაელს ქუთაისში, „რამაზ შენგელიას“ სახელობის სტადიონზე 25 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. ინგლისი პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში 3 ქულით ლიდერია, ისრაელს 1 ქულა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114281