სხვა

0:02 | 25.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრის ფრუმი ტურ დე ფრანსზე არ წაიყვანს

ტურ დე ფრანსის ოთხგზის ჩემპიონი, ბრიტანელი კრის ფრუმი ფრანგულ ველომარათონზე წელს ვერ იასპარეზებს. მისმა გუნდმა „ისრაელ-პრემიერ ტექმა“ სახელოვანი ველომრბოლი იმ ჯგუფში არ შეიყვანა, რომელიც საფრანგეთში იასპარეზებს.

38 წლის ფრუმი არ მალავდა, რომ წლევანდელ ტურზე ასპარეზობა მისი მთავარი მიზანი იყო. მან იქ წესიერად ვერც შარშან იასპარეზა, რადგან ხელი კოვიდ-19-მა შეუშალა. ფრუმს ტურზე მეხუთე ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლა სურს, მაგრამ როგორც ჩანს, შესაფერის ფორმაში არაა და გუნდმაც ამის გამო არ წაიყვანა.

„ჩვენთვის ტურ დე ფრანსისთვის რვა მრბოლის შერჩევა იოლი არ იყო. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ის რვა მრბოლი შევარჩიეთ, რომლებიც მიზნების მიღწევაში დაგვეხმარებიან“, - ამბობს „ისრაელ-პრემიერ ტექის“ გენერალური მენეჯერი კიელ კარლსტრომი.

ფრუმი გუნდის გადაწყვეტილებით გაწბილებული დარჩა. „ფიზიკურად მე მზად ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო რბოლებში ჩემი შესაძლებლობების ჩვენების საშუალება ეკიპირებამ არ მომცა. რა თქმა უნდა, გუნდის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ისღა დამრჩენია, მომავალი წლის ტურ დე ფრანსისთვის მზადებას შევუდგე“, - ამბობს ფრუმი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.135419