ფეხბურთი

21:20 | 24.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მილანმა“ ტიურამის ალტერნატივა იპოვა

„მილანი“ აგრძელებს შეტევის ხაზის გასაძლიერებლად ვარიანტების ძიებას. ფრანგ თავდამსხმელთან, მარკუს ტიურამთან წარუმატებელი გარიგების შემდეგ, რომელიც თავისუფალი აგენტი გახლდათ, „როსონერი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ ალვარო მორატათი და „ვესტ ჰემის“ ჯანლუკა სკამაკათი დაინტერესდა - ამის შესახებ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს.

წყაროს ცნობით, „მილანი“ მზადაა ერთ-ერთი ზემოაღნიშნული თავდამსხმელის შესაძენად იმუშაოს. „როსონერის“ ხელმძღვანელები მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავენ.

0.120173