„მანჩესტერ სიტი“ მაროკოს ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის“ მცველის, აშრაფ ჰაკიმის შეძენითაა დაინტერესებულია. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.
Marca-ს ცნობით, პეპ გვარდიოლას გუნდში ახალი მარჯვენა მცველის სურს, რადგან ჟოაო კანსელოსა და კაილ უოკერის მომავალი მანჩესტერულ გუნდში გაურკვეველია. ჯერჯერობით, შესაძლო ტრანსფერის ფინანსური მხარე უცნობია.
ჰაკიმიმ გასულ სეზონში 28 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. მაროკოელ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში „რეალში“, „დორტმუნდსა“ და „ინტერშიც“ აქვს ნათამაშები.