ფეხბურთი

16:28 | 24.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილის მორიგი დუბლი კორეაში და ბომბარდირებში ლიდერის პოზიცია

ვაკო ყაზაიშვილი ბრწყინვალე ფორმაშია და სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მორიგი დუბლი შეასრულა, სეზონში მესამედ.

„ულსან ჰიუნდაიმ“ შინ „დეგუ“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ქართველმა შემტევმა თავის გამოჩენა 67-ე და 94-ე წუთებზე მოახერხა. ვაკოს 18 თამაშში 10 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში თანაგუნდელ ჯო მინ-კიუსთან ერთად ლიდერია.

სხვათა შორის, ეს ყაზაიშვილის მესამე სეზონია სამხრეთ კორეაში და უკვე გაიტანა იმაზე მეტი გოლი (18 შეხვედრაში), ვიდრე წინა ორ შემთხვევაში მთლიანად სეზონში იტანდა. შედარებისთვის, 2022 წლის სეზონში K ლიგაში ვაკომ 37 თამაშში გაიტანა 8 გოლი, 2021 წლის სეზონში კი 34 შეხვედრაში თავი 9-ჯერ გამოიჩინა. როგორც ვთქვით, მიმდინარე სეზონში 18 მატჩში უკვე 10 გოლი აქვს.

„ულსან ჰიუნდაი“ 19 ტურის შემდეგ 47 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ „სეულს“ 15 ქულით უსწრებს, ხოლო მომდევნო ტურში 2 ივლისს, „გვანჯგუს“ ესტუმრება, სადაც ცოტა ხნის წინ ბექა მიქელთაძე გადავიდა.

0.113317