ფეხბურთი

15:51 | 24.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტეჰ ჰაგს "მანჩესტერში" ონანას გადაბირება სურს, "ინტერში" ის შეიძლება მამარდაშვილმა შეცვალოს

„მანჩესტერ იუნაიტედს“ მილანის „ინტერის“ მეკარის, ანდრე ონანას შეძენა სურს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კამერუნელი ფეხბურთელის წარმომადგენლები მანჩესტერში ჩავიდნენ.

ონანას აქამდე „ჩელსის“ უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა „მანჩესტერმა“ უკეთესი პოზიცია მოიპოვა. „წითელი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი ტრანსფერის ინიციატორია. ის ონანას კარგად იცნობს, რადგან მასთან ერთად „აიაქსში“ 5 წელი მუშაობდა.

„ინტერი“ 60 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ შეთანხმება შეიძლება 50 მილიონ ევროდაც შედგეს. თუ აფრიკელი კიპერი იტალიურ კლუბს დატოვებს, „ნერაძურის“ მისი შემცვლელი დასჭირდება.

აქამდე მთავარი კანდიდატი გულიელმო ვიკარიო იყო, მაგრამ მან „ტოტენჰემთან“ შეთანხმებას მიაღწია. შედეგად, იტალიური მედია „ინტერს“ ყველაზე აქტიურად გიორგი მამარდაშვილსა და იან ზომერს უკავშირებს.

0.115924