ადრიენ რაბიო „იუვენტუსთან“ კონტრაქტის განახლებას სავარაუდოდ დათანხმდება. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
ფრანგ ფეხბურთელს ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება და ბოლო მომენტში მას ალბათ გაახანგრძლივებს, თუმცა მხოლოდ 1 წლით. ფრანგს „იუვე“ სწორედ 1-წლიან კონტრაქტს, იგივე ხელფასით სთავაზობს, რაც აქამდე ჰქონდა - სეზონში 7 მილიონი ევრო.
ადრიენ რაბიო „იუვენტუსმა“ 2019 წელს პსჟ-დან უფასოდ დაიმატა და მას შემდეგ 177 მატჩში 17 გოლი გაიტანა. ფრანგმა გასული სეზონი კარგად ჩაატარა და 48 თამაშში 11 თავი 11-ჯერ გამოიჩინა. მანამდე ადრიენი პსჟ-სა და „ტულუზაში“ ირჯებოდა.