ფეხბურთი

14:12 | 24.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ძაკარდო: "კვარა გასაოცარი ბიჭია, სურს, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს და მოუმატოს"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა კრისტიან ძაკარდომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, კვარას გაუმჯობესების დიდი სურვილი აქვს და რუდი გარსიას ხელშიც გააგრძელებს პროგრესირებას.

„კვარამ ძალიან კარგად ითამაშა და მიხარია, რომ სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მას ვიცნობ და გასაოცარია ბიჭია, იმსახურებს ყველაფერს, რასაც აკეთებს. მას სურს კიდევ უფრო გაიზარდოს და გაუმჯობესდეს. მწვრთნელის ცვლილება გავლენას არ მოახდენს, ის პროფესიონალია და სპალეტი ძალიან დაეხმარა, მაგრამ მწვრთნელის შეცვლის შემდეგაც მაქსიმუმს გაიღებს. ფეხბურთში ასეთი რამ ხდება, „ნაპოლიში“ გადაწყვიტეს მწვრთნელის ცვლილება. კლუბმა დაიმსახურა სკუდეტო, ადვილი არ იქნება ტიტულის შენარჩუნება, მაგრამ საამისოდ საძირკველი არსებობს“, - თქვა ძაკარდომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერის შუამავალი სწორედ ძაკარდო იყო, რომელმაც ქართველი ფეხბურთელი თავის დროზე ნეაპოლელებს შესთავაზა.

0.111122