სხვა

18:08 | 23.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ნადირაძის ვერცხლის მედალი ევროპულ თამაშებზე

მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა. კრაკოვში მიმდინარე შეჯიბრში ნოჩბოსანი ზაზა ნადირაძე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ზაზამ 200 მეტრზე კანოეთი საკვალიფიკაციო ეტაპზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და ფინალში გავიდა, სადაც უკვე 39.796 წამით მეორე იყო და შესაბამისად ვერცხლის მედალი მოიპოვა.

დღესვე, 200-მეტრიან დისტნაციაზე მარიამ ქერდიკაშვილი მერვე ადგილზე გავიდა, ხოლო კაიაკით შეჯიბრში ბადრი ყაველაშვილმა ასევე მერვე პოზიცია დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.135568