ესპანურმა ტელეარხმა El Chiringuito-მ, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა მადრიდის „რეალის“ შესახებ მუშაობით, სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.
წყაროს თანახმად, კილიან მბაპეს პრეზენტაციის თარიღი „რეალში“ უკვე გადაწყვეტილია. როგორც ესპანელმა ჟურნალისტებმა განაცხადეს, ეს 23 ივლისს მოხდება.
აღსანიშნავია, რომ მბაპე უარს ამბობს პსჟ-სთან კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც 2024 წელს იწურება, მაგრამ ამასთან ისიც თქვა, რომ მიმდინარე ზაფხულს კლუბის დატოვებას არ აპირებს და მომდევნო სეზონშიც პარიზში ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ მბაპეს მადრიდის „რეალს“ დიდი ხანია უკავშირებენ, გასულ ზაფხულს კი ფრანგი ესპანურ გრანდში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლოს პსჟ-ში დარჩენა გადაწყვიტა.