ფეხბურთი

13:05 | 22.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ „სიტის“ გიუნდოგანის კონტრაქტზე შეუთანხმდა

„მანჩესერ სიტის“ თურქული წარმოშობის გერმანელი კაპიტანი, ილკაი გიუნდოგანი, კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს - წერს Sky Sports.

გიუნდოგანმა გასულ სეზონში „ქალაქელებთან“ ერთად ისტორიული თრებლი (პრემიერლიგა, ასოციაციის თასი, ჩემპიონთა ლიგა) მოიგო. მის ხელშეკრულებასინგლისურკლუბთან ვადა წლეულს 30 ივნისს ეწურება ვადა, თუმცა ახალ კონტრაქტზე ვეწრ შეთანხმდნენ და ის თავისუფალი აგენტის სტატუსით „ბარსელონაში“ გადავა. კატალონიურ კლყბთან მან სამწლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ეს ნაბიჯი არც ერთი მხარის მიერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა. მაგრამ „სიტიმ“ ფეხბურთელის ასაკისა (ილკაი 32 წლისაა) და კონტრაქტის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო.

0.116194