ფეხბურთი

10:09 | 22.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნს" სურს კიმ მინ ჯეს ტრანსფერი უახლოეს დღეებში დაასრულოს

„ნაპოლის" მცველი, კიმ მინ ჯე, „ბაიერნში" გადასვლასთან ახლოსაა, - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.

წყაროს ცნობით, ტრანსფერის თანხა 50 მილიონი ევრო იქნება. სამხრეთ კორეელი მცველი ახალ გუნდში ჯამაგირად წელიწადში 10-დან 12 მილიონ ევრომდე მიიღებს.

კიმ მინ ჯემ გასულ სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა. ორი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109175