ტურინის „იუვენტუსმა“ მარსელის „ოლიმპიკთან“ არკადიუშ მილიკი გამოისყიდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
მილიკის სანაცვლოდ ფრანგებმა 6 მილიონ ევრო მიიღეს, ხოლო ფეხბურთელმა „იუვესთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გასულ სეზონში პოლონელმა ფორვარდმა ტურინულ გრანდში იჯარით ითამაშა და 39 შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახერხა.
არეკ მილიკს კარიერის განმავლობაში „კატოვიცეში“, „გურნიკში“, „ლევერკუზენში“, „აუგსბურგში“, „აიაქსში“, „ნაპოლისა“ და „მარსელში“ აქვს ნათამაშები.