ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი მატეო კოვაჩიჩი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.
იტალიელი ინსაიდერის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და უახლოეს დღეებში ხორვატი ფეხბურთელი მანჩესტერულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. „ჩელსი“ 29 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს მიიღებს. პირადი კონტრაქტის დეტალები უცნობია.
მატეო კოვაჩიჩი „ჩელსიში“ 2018 წლიდან თამაშობს და 221 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. მანამდე ის იყო „დინამო ზაგრების“, „ინტერისა“ და „რეალის“ ფეხბურთელი.