ფეხბურთი

20:12 | 21.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

სონი: "საუდის არაბეთი? ფული არ მაინტერესებს, პრემიერლიგაში თამაში ჩემთვის საამაყოა"

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელ ჰონ-მინ სონს საუდის არაბეთში იწვევდნენ და სარფიან კონტრაქტს სთავაზობდნენ, მაგრამ სამხრეთ კორეელმა პრემიერლიგის დატოვება გამორიცხა.

როგორც მან სამხრეთ კორეის ნაკრების შეკრებაზე გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, ფული არ აინტერესებს.

„საუდის არაბეთში სათამაშოდ წასვლა? მე პრემიერლიგაში ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი. ფული არ მაინტერესებს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ ჩემს საყვარელ ჩემპიონატში ფეხბურთს ვთამაშობ“, - თქვა სონმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს საუდის არაბეთის კლუბები ძალიან გააქტიურდნენ და ევროპიდან ვარსკვლავების გადაბირებაზე მუშაობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116311