მესამე ევროპული თამაშები- "კრაკოვი-მალოპოლსკა 2023" ოფიციალურად ხვალ საღამოს გაიხსნება, თუმცა რამდენიმე სახეობაში უკვე დაიწყო ასპარეზობები და სარბიელზე ქართველი სპორტსმენებიც ვიხილეთ.
ევროპის მძლეოსნობის (European Athletics) და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC - European Olympic Committees) შეთანხმებით, მძლეოსანთა გუნდური ჩემპიონატი ევროპის თამაშების სპორტულ პროგრამაშია.
2021 წლის გუნდური ევროჩემპიონატის შედეგებით სამი დივიზიონი შეიქმნა და საქართველო მესამე დივიზიონში მოხვდა, სადაც ცამეტი ქვეყნა იღებს მონაწილეობას.
12 დისციპლინის შემდეგ საქართველო 15 მონაწილეს შორის 97 ქულით მე-6 ადგილზეა.
ჩვენ ნაკრებს ყველაზე მეტი ქულა - 15, ბირთვის მკვრელმა სოფიკო შათირიშვილმა მოუტანა, რომელმაც ბირთვი 15.86 მეტრზე კრა და სეზონის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. სოფიკომ თერთმეტ მონაწილეს აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა!
ვაჟ სამხტომელთა შორის 15.91 მეტრით მესამე ადგილზე გავიდა ლაშა ღულელაური. ის სომეხ ლევონ აღასიანს და აზერბაიჯანის წარმომადგენელს ალექსის კოპელოს ჩამორჩა.
სხვა ქართველი მძლეოსნების დღევანდელი შედეგები ასეთია:
ვაჟები
100მ: მინდია ენდელაძე - 10.56 წამი (IV ადგილი) -პირადი რეკორდი
400მ: ლუკა ყუფუნია - 50.59 წამი (XIII) -სეზონის საუკეთესო შედეგი
800მ: თემურ მამედოვი - 1:57.19 წუთი (IX) -სეზონის საუკეთესო შედეგი
3000მ წინაღობებით: გიორგი ლომიძე - 9:54.95 წუთი (VII) - პირადი რეკორდი
ჭოკით ხტომა: ლაშა ქარქუსაშვილი - 3.70 მეტრი (VII) - სეზონის საუკეთესო შედეგი
გოგონები
400მ: ანა სოხაძე - 58.94 წამი (XII) - პირადი რეკორდი
5000მ: ასია ჩარუხჩიანი - 22:03.81 წუთი (XIV) -სეზონის საუკეთესო შედეგი
ბადროს ტყორცნა: ნინო წიქვაძე - 30.75 მეტრი (VIII) -სეზონის საუკეთესო შედეგი
უროს ტყორცნა: ნინო წიქვაძე - 53.52 მეტრი (V) - სეზონის საუკეთესო შედეგი
21 და 22 ივნისს მძლეოსნები პროგრამით გათვალისწინებულ კიდევ 25 დისციპლინაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს, რის შემდეგაც ქულები დაჯამდება და მესამე დივიზიონის სამი უძლიერესი გუნდიც გამოვლინდება.
ევროპის III თამაშები კი ოფიციალურად დღეს გაიხსნება. საზეიმო ცერემონიას კრაკოვის ჰენრიკ რეიმანის სტადიონი უმასპინძლებს და მას არაერთ საპატიო სტუმართან ერთად პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდაც დაესწრება.
GEONOC.ORG.GE