„იუვენტუსმა“ მარსელის „ოლიმპიკთან“ არკადიუშ მილიკის გამოსყიდვის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
ვარაუდობენ, რომ ტრანსფერი ოფიციალურად სულ მალე დადასტურდება. მილიკის სანაცვლოდ ფრანგები 6 მილიონ ევროს მიიღებენ, ხოლო „იუვე“ მასთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გასულ სეზონში პოლონელმა ფორვარდმა ტურინულ გრანდში იჯარით ითამაშა და 39 შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახერხა.
არეკ მილიკს კარიერის განმავლობაში „კატოვიცეში“, „გურნიკში“, „ლევერკუზენში“, „აუგსბურგში“, „აიაქსში“, „ნაპოლისა“ და „მარსელში“ აქვს ნათამაშები.