იტალიის ნაკრებისა და „სასუოლოს“ ნახევარმცველი დომენიკო ბერარდი რომის „ლაციოში“ გადადის. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მაურიციო სარის გუნდი 20 მილიონ ევროს გაიღებს. ბერარდიმ უკვე შეათანხმა 4-წლიანი კონტრაქტი და სეზონში 3.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ამრიგად, ბერარდი კარიერაში პირველად „სასუოლოს“ გარდა სხვა კლუბში ითამაშებს. მან „ნეროვერდის“ რიგებში 2012 წლიდან დღემდე 352 მატჩში 133 გოლი გაიტანა, ხოლო იტალიის ნაკრებში 2018 წლიდან 25 თამაშში თავი 6 გოლით გამოიჩინა და 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.