ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურში ნახევარმცველ ბუკაიო საკას მიერ შესრულებულ ჰეთ-თრიქზე ისაუბრა (7:0).
„ეს მისი დამსახურებაა. წარმოუდგენლად ბევრს მუშაობს. ნიჭიერი და თავმდაბალია. ძალიან პოპულარულია ყველა მოთამაშესა და პერსონალში. უნდა ვთქვა, რომ ის ამ მიმართულებით მთელი კვირა მუშაობდა.
მას რამდენიმე კვირაა პრობლემა აქვს. ეს არის ტრავმა, რომელსაც მკურნალობა სჭირდება.
როდესაც „არსენალის“ შემადგენლობაში მოხვდა, გავვოცდით, გუნდში, რომელსაც რთული პერიოდი ედგა, ძალიან მაღალ დონეზე ათამაშდა. მერე გუნდმა ვითარება გამოასწორა და ის კვლავ საუკეთესო გახლდათ. საკვანძო მოთამაშედ დარჩა. ეს ბევრს ამბობს მის დამოკიდებულებაზე და ზეწოლასთან გამკლავების უნარზე.“ - ციტირებს საუთგეიტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.