ფეხბურთი

20:59 | 19.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ბარსელონას კარგი მწვრთნელი ჰყავს, იქ ჩემი ისტორია დასრულებულია"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ბარსელონაში“ დაბრუნება გამორიცხა. მისი თქმით, ჟოან ლაპორტას არ სურს პეპის დაბრუნება და „ბარსას“ ისედაც კარგი მწვრთნელი ჰყავს (ჩავი - რედ).

"არ მგონია, რომ ლაპორტას ჩემი დაბრუნება სურდეს. ჩვენ წელიწადში ერთხელ ვხვდებით, ახლახან შემთხვევით შევხვდით. "ბარსელონას" კარგი მწვრთნელი ჰყავს, მან მოიგო ლა ლიგა და იმედი მაქვს, რომ კლუბში მრავალი წელი დარჩება. იქ ჩემი ისტორია, როგორც მწვრთნელის დასრულდა.

მბაპე? ჩვენ არ ვეცდებით მბაპეს შეძენას, ყველამ იცის, რომელ კლუბში სურს მას თამაში. გიუნდოგანი? როგორც ვიცი, "ბარსელონა" დაინტერესებულია, მაგრამ "სიტიც". იმედი მაქვს, ის ჩვენთან დარჩება. მაგრამ თუ "ბარსელონა" მას გააფორმებს, ისინი არაჩვეულებრივ ტრანსფერს გააკეთებენ. თუ ის წავა, მე მას ვეტყვი დიახ, კარგი გუნდი იპოვე.

"ბარსელონას პროექტი? მათ ახლახან მოიგეს ლა ლიგა და იციან, რა უნდა გააკეთონ. მე არ ვიცი. მე ვარ ევროპის ჩემპიონი, რადგან ფეხბურთელმა მეკარიდან სამ მეტრში შეცდომა დაუშვა“, - თქვა გვარდიოლამ და ბოლოს მინიშნება რომელუ ლუკაკუზე გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა „ბარსელონას“ 2008-2012 წლებში წვრთნიდა, 2013-2016 წლებში „ბაიერნში“ იმუშავა, ხოლო 2016 წლიდან „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობს.

0.112301