ფეხბურთი

19:41 | 19.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რიკო კომიდან გამოვიდა და კონტაქტურია

„პარი სენ ჟერმენის“ მეკარე სერხიო რიკო კომიდან გამოვიდა და გამოფხიზლდა. 28 წლის ესპანელი 28 მაისის შემდეგ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში იყო.

ის ჯირითის დროს ცხენიდან გადმოვარდა და ამ დრომდე კომაში რჩებოდა. თუმცა, რიკოს მეუღლემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ესპანელი გონზე მოვიდა.
„ეს არის მცირე ნაბიჯები წინ, ვიწყებთ სინათლის დანახვას და დიდი მოთმინება გვჭირდება“, - თქვა სერხიოს მეუღლემ.

ამრიგად, სერხიო რიკო გონზეა და ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია დაიწყო. ახლა ის სარეაბილიტაციო პროცესს გაივლის, ფეხბურთში დაბრუნებას კი რამდენად მოახერხებს, ამაზე ახლა საუბარი რთულია.

0.117298