ფეხბურთი

16:29 | 19.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბრენდან როჯერსი "სელტიკის" მწვრთნელად დაინიშნა

გლაზგოს „სელტიკის“ მთავარ მწვრთნელად ბრენდან როჯერსი დაინიშნა. ინფორმაცია შოტლანდიის ჩემპიონის ვებგვერდმა დაადასტურა.

როჯერსმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის „სელტიკში“ 2016-2019 წლებში მუშაობდა და გუნდს ორჯერ მოაგებინა შოტლანდიის ჩემპიონატი და შოტლანდიის თასი, ხოლო სამჯერ შოტლანდიის ლიგის თასი.

ჩრდილოირლანდიელი სპეციალისტი ბოლო 4 წელი „ლესტერში“ მუშაობდა, საიდანაც მიმდინარე წლის დასაწყისში დაითხოვეს. მანამდე იყო „ლივერპულის“, „სუონსის“, „რედინგისა“ და „უოტფორდის“ თავკაცი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.107159