ფეხბურთი

16:00 | 19.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟ ვეა: "ყოველთვის "იუვენტუსის" ფანი ვიყავი და ვისურვებდი, რომ ამ გუნდში მეთამაშა"

ლიბერიის პრეზიდენტმა და ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჟორჟ ვეამ სურვილი გამოთქვა, რომ მისმა შვილმა, ტიმოთი ვეამ იტალიის ჩემპიონატში ითამაშოს.

გარდა ამისა, ჟორჟმა განაცხადა, რომ ყოველთვის „იუვენტუსის“ გულშემატკივარი იყო, მიუხედავად იმისა, რომ „მილანში“ თამაშობდა.

„ახლა ჩემი ფავორიტი გუნდები „ატლეტიკო“ და „იუვენტუსი“ არიან. მე ყოველთვის იუვენტინო ვიყავი, მიყვარდა პლატინის „იუვე“ და თუ მკითხავთ, რომელ გუნდში ვისურვებდი თამაშს, გეტყვით, რომ „იუვეში“. თუმცა „მონაკო“ ჩემი პირველი საფეხბურთო ოჯახია, მეორე „მილანი“. დიდი იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან, ტიმოთის იტალიაში ვიხილავ. ეს ქვეყანა ჩემს გულშია, რადგან ყველა გუნდის გულშემატკივარი პატივს მცემდა”, - თქვა ვეამ.

შეგახსენებთ, რომ ჟორჟ ვეა ერთადერთი აფრიკელია, ვისაც „ოქროს ბურთი“ აქვს მოგებული. მან კარიერის განმავლობაში არაერთგან ითამაშა, მათ შორის „მონაკოში“, „პარი სენ ჟერმენში“, „მილანში“, „ჩელსიში“, „მანჩესტერ სიტისა“ და „მარსელში“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109416