ფეხბურთი

11:38 | 19.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

37 წლის ხესუს ნავასის რეკორდი

ხესუს ნავასი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი და ერთა ლიგა მოიგო.

ესპანეთის ნაკრების მცველმა 2010 წელს მუნდიალის, 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის, ხოლო 2023 წელს ერთა ლიგის მოგება მოახერხა, რაც მანამდე არავის გაუკეთებია. ცხადია, ამის მიზეზი ისიც არის, რომ ერთა ლიგა სულ პატარა ისტორიას ითვლის და მესამე გამარჯვებული ჰყავს. თუმცა, ეს ხესუს ნავასის შედეგს არ აკნინებს.

გავიხსენოთ, რომ 37 წლის ხესუს ნავასი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, ვისაც ესპანეთის ნაკრებში ოდესმე უთამაშია. აქვე გეტყვით, რომ „ფურია როხაში“ მის აქტივში 48 მატჩი და 5 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115413