ფეხბურთი

18:57 | 18.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"პარი სენ ჟერმენს" ლუის ენრიკე ჩაიბარებს

„პარი სენ ჟერმენის“ ახალი მთავარი მწვრთნელი სავარაუდოდ ლუის ენრიკე გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.

წყაროს თანახმად, იულიან ნაგელსმანთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ პსჟ-ს ხელმძღვანელობა ლუის ენრიკეს დაუკავშირდა, რომელიც მზადაა პარიზში იმუშაოს. ჯერჯერობით, 100%-იანი შეთანხმება მიღწეული არაა, მაგრამ მხარეები ბოლო დეტალებს ათანხმებენ. კონტრაქტის ფინანსური დეტალები უცნობია.

ლუის ენრიკეს აქტიურად უკავშირებდნენ „ნაპოლის“, მაგრამ ესპანელმა სპეციალისტმა იტალიის ჩემპიონის გაწვრთნაზე უარი თქვა. პსჟ-დან ჯერ ოფიციალურად არ გაუთავისუფლებიათ კრისტოფ გალტიე, მაგრამ ეს ამბავი გადაწყვეტილია.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკეს აქამდე „რომაში“, „სელტაში“, „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრებში აქვს ნამუშევარი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113834