ფეხბურთი

13:00 | 18.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდია - საქართველოს მატჩს უნგრელები იმსაჯებენ

ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩს საქართველოს ნაკრები 20 ივნისს, სტუმრად შოტლანდიის ნაკრებთან გამართავს.

უეფას ვებგვერდის ცნობით, შეხვედრაზე უნგრელი მსაჯები იმუშავებენ. მთავარი არბიტრი იშტვან ვადი იქნება, რომელსაც ვენსელ ტოტი და იშტვან ალბერტი დაეხმარებინა, მე-4 მსაჯის ფუნქციას კი ფერენს კარაკო შეასრულებს. VAR-ის ოთახში კი ასევე უნგრელი ტამაშ ბოგნარი და პოლონელი ბარტოშ ფრანკოვსკი იმუშავებენ.

44 წლის იშტვან ვადს საქართველოს ნაკრების მატჩზე მუშაობა 2015 წელის 7 სექტემბერს მოუწია, როდესაც ჩვენი გუნდი სტუმრად ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა. ბოლოს მან „პუშკაშ აკადემიისა“ და „ჰონვედის“ თამაში განსაჯა 27 მაისს, როდესაც ფეხბურთელებს 8 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ორ თამაშში 4 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 20 ივნისს, ლიდერ შოტლანდიასთან გლაზგოში ჩაატარებს, რომელმაც 3 ტურში 9 ქულა მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111644