ლონდონის „ტოტენჰემმა“ ტურინის „იუვენტუსიდან“ დეიან კულუშევსკი გამოისყიდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
შვედი შემტევი ინგლისურ გუნდში იჯარით თამაშობდა, მაგრამ „დეზები“ შვედ გარემარბში 30 მილიონი ევრო გაიღეს. ამრიგად, დეიანი "ტოტენჰემის" სრულფასოვანი წევრია.
კულუშევსკი „ტოტენჰემში“ 2022 წლის იანვარში იჯარით გადავიდა. მას შემდეგ მან 57 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი გააკეთა.
მანამდე ახალგაზრდა შვედი „იუვენტუსში“, „პარმასა“ და „ატალანტაში“ თამაშობდა.