ფეხბურთი

10:49 | 18.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "თავდამსხმელი ვარ და გოლები უნდა გავიტანო, კარგია, რომ 4 ქულა გვაქვს"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ კვიპროსის ნაკრებთან გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, თავდამსხმელია და მისი მოვალეობაა გოლების გატანა. გიორგის თქმით, შოტლანდიაში მოსაგებად იბრძოლებენ.

"ძალიან გახარებული ვარ, ასე უნდა გავაგრძელო, თავდამსხმელი ვარ და გოლები უნდა გავიტანო. ჯამში ოთხი ქულა გვაქვს ორ თამაშში და ეს ძალიან კარგია. დღეს რთული თამაში იყო, ახლა კი შოტლანდიაში უნდა ჩავიდეთ და ჯგუფის ლიდერს ვეთამაშოთ. იქაც სასურველი შედეგისთვის ვიბრძოლებთ. მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს, ვინც დღეს ლარნაკაში ჩამოვიდა და ტრიბუნიდან გვამხნევებდა", - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ორ თამაშში 4 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 20 ივნისს, ლიდერ შოტლანდიასთან გლაზგოში ჩაატარებს, რომელმაც 3 ტურში 9 ქულა მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113841